23 ოქტომბერი 2014 ხუთშაბათი - 23:53
კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
14:30 / 14-08-2011
ცვლილებები საბავშვო ბაღებში
საბავშვო ბაღებში გადასახადის დაწესების სანაცვლოდ, რეფორმის ავტორები გაუმჯობესებული სასწავლო გარემოს და უკეთეს პირობებს გვპირდებიან. კონკრეტულად რა ცვლილებებს გვთავაზობს ქალაქის მერია და რა შეიცვლება ბაღებში? თქვენს კითხვებს თბილისის მერია პასუხობს.

 


გამოგზავნილი შეკითხვები:

მკითხველი ქეთევანი:ბაღში, სადაც დადის ჩემი შვილი(#31 ნაძალადევის რაიონში) არ არის ელემენტარული პირობა, ეზო კეთილმოუწყობელია, ბავშვები არ გადიან ეზოში, საპირფარეშოში არ არის წყალი და სველი სალფეტკებით უწმენდენ პატარებს ხელებს, ზამთარში კი შეშის ღუმელით თბებიან. მაინტერესებს, თუ აპირებს ქალაქის მერია ამ პრობლემების მოგვარებას?


აღნიშნული საბავშვო ბაღი ბავშვთა დიდი კონტიგენტით გამოირჩევა-ფუნქციონირებს 20 ჯგუფი. აქედან 12 ჯგუფი ზამთარში გამათბობლების მეშვეობით თბება, დანარჩენ 8-ში დამონტაჟებულია გამათბობლები, მაგრამ მოსაწესრიგებელია გათბობის სისტემა. საბავშვო ბაღებში ეტაპობრივად კვლავ გაგრძელდება კეთილმოწყობის სამუშაოები, რომ იქ მისულ აღსაზრელებს სასიამოვნო და კომფორტული გარემო დახვდეთ.

მკითხველი ნათია: ვინც სოციალურად დაუცველი არ არის, მაგრამ ოჯახში მუშაობს მხოლოდ ერთი ადამიანი, რატომ მათ არ ეხებათ შეღავათები? არ შეიძლება შემოსავლიდან გამომდინარე დაწესდეს გადასახადი და ყველასთვის ერთნაირად არ იყოს? როცა ადამიანს 500 ლარი აქვს მთელი თვის გამავლობაში ხელფასი, ძნელია ბავშვს 75 გადაუხადო.  წინასწარ გიხდით დიდი მადლობას.


უფასო სერვისი ეხება მხოლოდ სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ ოჯახებს, რომელთა სარეიტინგო ქულაც 200000_ზე ნაკლებია, 2008 წლის აგვისტოში რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში დაღუპულთა შვილებს და ინკლუზიური განათლების საჭიროების მქონე ბავშვებს. სხვა კატეგორიის აღსაზრდელებისათვის ბაღში მომსახურება ფასიანია და მათზე შეღავათები არ ვრცელდება.
ამასთან გაცნობებთ, რომ ყველა საბავშვო ბაღში გადასახადი ერთნაირი არ არის— სახვადასხვა ბაღში ის 30-იდან 80 ლარამდეა ბაღის მიერ შეთავაზებული მომსახურებისა და სხვა პარამეტრების გათვალისწინებით.

მკითხველი მაია:2008 წლის აგვისტოს ომში გმირულად დაიღუპა ჩემი მეუღლე, წელს ჩვენი 3 წლის ქალიშვილი მიდის ბაღში, მაინტერესებს, როგორც მარჩენალდაკარგულმა უნდა გადავიხადოთ თუ არა საბავშო ბაღის გადასახადი? წინასწარ გიხდით მადლობას
.

თქვენ არ გადაიხდით გადასახადს, რადგან რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში დაღუპულთა შვილების მომსახურებას ნებისმიერ საბავშვო ბაგა-ბაღში სრულად ანაზღაურებს თბილისის მერია.

მკითხველი თეა: რატომ არ იყო ყველა ბაღში რეგისტრაციის თანაბარი პირობები? მე ვერ დავრეგისტრირდი ისანი-სამგორის რაიონის ერთ-ერთ ბაღში, უბრალოდ, პროგრამა არ იძლეოდა ამის საშუალებას, 15 აგვისტოს დილის 7 საათიდან ვცდილობდი და არ მავსებინებდა ჯგუფს. სხვა ბაღები რომ ვცადე, უპრობლემოდ ჩავწერე. 1 ივნისს მაქვს ბაღში განცხადება შეტანილი და რატომ უნდა იყოს თუნდაც 15 აგვისტოს დარეგისტრირებული ჩემზე უპირატეს მდგომარეობაში? საინტერესოა, ყველა შუაღამეს დარეგისტრირდა?


რეგისტრაციის პირობები ყველა ბაღში თანაბარია, უბრალოდ, საბავშვო ბაღებს ჰქონდათ თავისუფალი ადგილების გარკვეული რაოდენობა (ის, რაც გამოთავისუფლდა გამოსაშვები ჯგუფების ბაღიდან გასვლის შემდგომ), რომლის შევსების შემდეგაც, პროგრამა რეგისტრაციის საშუალებას უკვე აღარ იძლეოდა. როგორც ჩანს, თქვენ ზუსტად ასეთ ბაღში ვერ მოახერხეთ დარეგისტრირება. რაც შეეხება 1 ივნისს განცხადების შეტანას, მოგეხსენებათ, წელს საბავშვო ბაღებში რეგისტრაცია ხდებოდა მხოლოდ ელექტრონულად და ეს პროცესი ყველასათვის დაიწყო აგვისტოში. ყველა აღსაზრდელისათვის რეგისტრაციის პირობები იყო ერთნაირი და თანაბარი.

მკითხველი ნანა: საბავშვო ბაღები მუშაობენ 6 საათამდე, სახელმწიფო და სხვა სამსახურები კი მუშაობენ 7 საათამდე, სამსახურიდან ბაღამდე ნახევარი საათი მინიმუმ უნდა მშობელს რომ მივიდეს ბავშვის გამოსაყვანად. ეს პრობლემა ბევრ მშობელს აწუხებს. შეიძლება თუ არა გაკეთდეს გახანგრძლივებული ჯგუფი, სადაც ეს ბავშვები საათნახევარი-ორი საათი გაჩერდებიან მშობლის მოსვლამდე?

დროის ეს მონაკვეთი საბავშვო ბაღებში დადგენილია მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, თუმცა, მშობელთა მასიური მოთხოვნის შემთხვევაში, შესაძლებელია მოხდეს საკითხის განხილვა.

მკითხველი თეა:რის მიხედვით დადგინდა ბაღის გადასახადი? ჩვენი ბაღის მომსახურება  80 ლარი გახდა, როცა სხვა ბაღები ამავე რაიონში 40-45 ლარი ღირს. ის ბაღებიც გარემონტებულია და ახალი ინვენტარითაა აღჭურვილი. რით არის გამოწვეული ასე მკვეთრი სხვაობა? მე პიარადად 2 ბავშვი უნდა ვატარო. არ ვარ სოციალურად დაუცველი, მაგრამ ყოველთვე 120 ლარის გადახდა ძალიან მძიმე ტვირთი იქნება ჩემი ოჯახისთვის.

ზოგიერთ საბავშვო ბაგა-ბაღს აქვს დამატებითი აქტივობები, რომელიც მომსახურების პაკეტში წინასწარ განისაზღვრა მშობელთა მოთხოვნების გათვალისწინებით. ამ და კიდევ სხვა კრიტერიუმებმა განაპირობა შესაბამისი ტარიფიც.

მკითხველი სოფო: ერთი თვის წინ 35 წლის მეუღლე გარდამეცვალა, რომელიც საპატრულო პოლიციაში მუშაობდა. დამრჩა 2 მცირეწლოვანი ბავშვი. ჩემი ხელფასი 320 ლარია. ჩემს უბანში საბავშვო ბაღის გადასახადი კი 80 ლარი, რის გადახდასაც ვერ შევძლებ. ბავშვებს აქვთ ლტოლვილის სტატუსი. მეკუთვნის თუ არა რაიმე სახის შეღავათი?

უფასო სერვისი ეხება მხოლოდ სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ ოჯახებს, რომელთა სარეიტინგო ქულაც 200000_ზე ნაკლებია, 2008 წლის აგვისტოში რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში დაღუპულთა შვილებს და ინკლუზიური განათლების საჭიროების მქონე ბავშვებს. სხვა კატეგორიის აღსაზრდელებისათვის ბაღში მომსახურება ფასიანია და მათზე შეღავათები არ ვრცელდება.

მკითხველი ლელა:რატომ არის უბნების მიხედვით საბავშვო ბაღის გადასახადი ასე დიფერენცირებული, ქალაქის ცენტრში ხომ მხოლოდ შეძლებული მოსახლეობა არ ცხოვრობს?


საბავშვო ბაღებში გადასახადი უბნების მიხედვით არ არის დადგენილი. თბილისის ყველა უბანში არის დაბალტარიფიანი ბაღი და შედარებით მაღალტარიფიანიც. ეს დამოკიდებულია ბაღის მიერ შეათავაზებულ მომსახურების პაკეტზე, ინფრასტრუქტურასა და კიდევ ბევრ სხვა პარამეტრზე.

მკითხველი გია: მას შემდეგ რაც ბაღი ფასიანი გახდა, ვალდებულია თუ არა ბაღის ხელმძღვანელობა მოიწვიოს ფსიქოლოგი ან ექიმი?


ეს
პრაქტიკა საბავშვო ბაღებში Dდღეისათვისაც არსებობსმშობელთა გარკვეული რაოდენობის მიერ მოთხოვნის შემთხვევაში, ბაღის ადმინისტრაცია იწვევს ფსიქოლოგს. რაც შეეხება სამედიცინო პერსონალს, საბავშვო ბაღებში, ელემენტარული სამედიცინო დახმარების აღმოსაჩენად, კვებისა სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის ნეთვალყურეობისათვის და . . არსებობს ექთნისა და დიეტ-ექთნის შტატი. თუ ბავშვს დასჭირდა გადაუდებელი სამედიცინო დახმარება, ამ პრობლემის მოგვარებაზე იზრუნებს ბაღის ადმინისტრაცია შესაბამისი სამედიცინო სამსახურის გამოძახებით.

მკითხველი ირა: ამბობენ, რომ ბავშვები, რომლებსაც 5 წელი შეუსრულდათ, საბავშვო ბაღებში აღარ დაიშვებიან. მართლაც არსებობს თუ არა კანონი, რომ 5 წლის ბავშვი არა ბაღში, არამედ აუცილებლად სკოლაში უნდა დადიოდეს.

საბავშვო ბაღებში აღსაზრდელები მიიღებიან 2-იდან 6 წლამდე. რაც შეეხება იმას, სავალდებულოა თუ არა 5 წლის ბავშვი სკოლაში სიარული, ასეთი რამ დღეს მოქმედი კანონმდებლობით სავალდებულო არ არის და ნებაყოფლობითია.

მკითხველი ხათუნა: ბაღში, სადაც ჩემი შვილი დადის, ერთ ჯგუფში საშუალოდ 30 ბავშვია. ფასის დაწესების შემდეგ ვალდებულია თუ არა ბაღი უფრო მცირეკონტიგენტიანი ჯგუფები შექმნას?


საბავშვო ბაღებში ფასის დაწესებამდეც იყო განსაზღვრული ჯგუფში ბავშვთა დასაშვები ნორმა - ბაგის ჯგუფში 25, ხოლო ბაღის ჯგუფში-35 ბავშვი, მაგრამ მოსახლეობის ძალინ დიდი მოთხოვნის გათვალისწინებით, გადაწყდა, ბაღების ადმინისტრაციას მიეცეს შესაძლებლობა, არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით დაამატოს ჯგუფებში ბავშვთა გარკვეული რაოდენობა, რათა სახელმწიფო ბაღების სერვისით სარგებლობის შესაძლებლობა მეტ ოჯახს ჰქონდეს.

მკითხველი ნატა: უფროსი შვილი დამყავს ბაღში, რომელსაც არ აქვს ბაგის ჯგუფი, იძულებული ვარ უმცროსი სხვა ბაღში ვატარო. თუ და-ძმანი ცალცალკე ბაღებში ივლიან, გადასახადი მეორე ბავშვზე გამინახევრდება?

გადასახადი მეორე ბავშვზე ნახევრდება ორივე შვილის ერთ ბაღში ტარების შემთხვევაში.

მკითხველი ნანიკო:მყავს 5 წლის შვილი, რომელსაც ბაღში არასოდეს უვლია. მინდა რომ 1 წელი მაინც იაროს. ჩვენს უბანში ბაღის გადასახადი 50 ლარია, მაგრამ მე მითხრეს, რომ რაკი ბავშვი 5 წლისაა, 70 ლარი უნდა გადავიხადო. რამდენად მართალია ეს?

ეს მართალი არ არის. თქვენ გადაიხდით ზუსტად იმდენს, რა ტარიფიც დადგენილია აღნიშნულ ბაღში.

მკითხველი მიშა: შეიცვლება თუ არა გადასახადის დაწესების შემდეგ ბაღის მუშაობის განრიგი, კვების რეჟიმი? რამდენადაც ვიცი, აქამდე 09.00-დან 18.00-მდე მუშაობდნენ, გაიზრდება ეს დრო თუნდა 1 საათით?


დროის
ეს მონაკვეთი საბავშვო ბაღებში დადგენილია მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, თუმცა, მშობელთა მასიური მოთხოვნის შემთხვევაში, შესაძლებელია მოხდეს საკითხის განხილვა. რაც შეეხება კვების რეჟიმს,--ჩვენთვის გაუგებარია, რა იგულისხმება ამაში კონკრეტულად - რეჟიმი თუ რაციონი. ორივე შემთხვევაში, ეს ის თემაა, რომელიც დღეისათვის საბავშვო ბაღებში აბსოლუტურად მოწესრიგებულია და არც ერთ მშობელს ამასთან დაკავშირებით პრეტენზია არ ჰქონია, მაგრამ ამჟამად, თბილისის მერიის გადაწყვეტილებით შექმნილი სკოლამდელი აღზრდის რეფორმის სამუშაო ჯგუფის მიერ მაინც მიმდინარეობს ამ საკითხთან დაკავშირებული დამატებითი რეგულაციების შემუშავება (მენიუების შედგენა და . .), რაც კვების სერვისის მაქსიმალურ გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.

მკითხველი რამაზი: რაც რეფორმაზე საუბარი დაიწყო, მუდმივად გვესმის, რომ ბაღებში ბევრი სიახლეა. რას გულისხმობს ეს სიახლეები?


რეფორმა ბაღებში აღზრდის თანამედროვე სტანდარტების დანერგვას, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდას გულისხმობს. მოტივაცია, ამ შემთხვევაში, აღზრდის საერთაშორისო სისტემაში ჩართვისაკენ სწრაფვა და ევროპულ სტანდარტებთან მიახლოებაა, რაც დედაქალაქის საბავშვო ბაღებში ინსტიტუციონალური ცვლილებების აუცილებლობას წარმოქმნიდა. 2007 წლიდან დღემდე საბავშვო ბაგა-ბაღებში უამრავი რამ შეიცვალა: მოწესრიგდა ინფრასტრუქტურა, გაუმჯობესდა კვების ხარისხი. მეტ-ნაკლებად, თვითმმართველობის კომპეტენციის ფარგლებში, დარეგულირდა საკანონმდებლო სფერო. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის მიერ მომზადდა რამოდენიმე სარეკომენდაციო ხასიათის მასალა: ადრეულ ასაკში სწავლისა და განვითარების სატანდარტები, საბავშვო ბაღის აღმზრდელი დამხმარე სახელმძღვანელო, სასკოლო მზაობის შეფასება-ანგარიში, სკოლამდელი ასაკის ბავშვის შეფასების ფორმა, სკოლამდელი განათლების პროგრამა, თბილისის მერია აქტიურად თანამშრომლობდა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან აღნიშნული სარეკომენდაციო მასალების დამუშავებაში და ხელს უწყობდა თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში მის აპრობაციას, ხოლო ამჟამად აღნიშნული რეკომენდაციების საფუძველზე თბილისის მერიის ინიციატივითა და მხარდაჭერით მზადდება საბოლოო მეთოდოლოგიური და სასწავლო ნორმატივები. 2009 წლიდან თბილისის 20 საბავშვო ბაგა-ბაღში მოქმდებს ინკლუზიური სწავლების პროგრამა, რომლის ფარგლებშიც სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე ბავშვებს საბავშვო ბაღებში ინტეგრაციის შესაძლებლობა ეძლევათ. 2011 წლის სექტემბრიდან ინკლუზიური განათლების პროგრამა თბილისის ყველა საბავშვო ბაღში ამოქმედდება
საბავშვო ბაგა- ბაღების მართვის სრულფასოვანი და მოქნილი მექანიზმის შექმნის მიზნით, ჩამოყალიბდა ააიპ თბილისის საბავშვო ბაგა- ბაღების სააგენტო, რომლის მიზანიც იქნება საბავშვო ბაგა- ბაღების ადმინისტრირება, მონიტორინგი და სკოლამდელი აღზრდის მეთოდოლოგიის განხორციელება.

იმისათვის, რომ თბილისის საბავშვო ბაგა- ბაღებმა სრულად დააკმაყოფილოს, პირველ რიგში, სოციალურად დაუცველი მოსახლეობა, 2011 წლის აგვისტოდან დაიწყო საბავშვო ბაღებში ჯერ სოციალურად დაუცველი აღსაზრდელების რეგისტრაცია, ხოლო შემდეგ იმ ბავშვების ერთიანი ელექტრონული რეგისტრაცია, რომლებიც არ მიეკუთვნებიან სოციალურად დაუცველთა კატეგორიას. ელქტრონული რეგისტრაცია საბავშვო ბაღებში მოხვედრის შესაძლებლობას ყველა აღსაზრდელს თანაბრად აძლევს.

2011 წლის სექტემბრიდან საბავშვო ბაღებში გაუქმდა სტანდარტზემოთ გადასახადი. საბავშვო ბაღის მომსახურების გადასახადში შედის ყველა ის მომსახურება, რომელიც ადრე სტანდარტზემოთ სწავლებით იყო გათვალისწინებული. ხოლო სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ ოჯახები, რომელთა სარეიტინგო ქულაც 200000 - ზე ნაკლებია, 2008 წლის აგვისტოში რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში დაღუპულთა შვილები და ინკლუზიური განათლების საჭიროების მქონე ბავშვები უფასო მომსახურებით ისარგებლებენ.

მკითხველი ციცო: გასადახადის დაწესება საბავშვო ბაღების მომსახურებას უფრო ხარისხიანს გახდის? რაში გამოიხატება ხარისხის გაუმჯობესება?

საბავშვო
ბაღებში გადასახადის დაწესებით, ბუნებრივია, გაიზრდება კონკურენციაც ბაღებს შორის. ბაღის ადმინისტრაცია მუდმივი ძიების პროცესში იქნება. შეეცდება თავისი საქმიანობა იმ პრინციპით ააწყოს, რომელიც, საბოლოო ჯამში, საბავშვო ბაღში სააღმზრდელო გარემოს გაუმჯობესებას, პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებას, ინოვაციების დანერგვას, ინფრასტრუქტურის გაძლიერებას გამოიწვევს და კონკრეტულად მის დაქვემდებარებულ ბაღში აღსაზრდელთა რაოდენობას გაზრდის. ამასთან გადასახადის დაწესებით, მშობელი უფრო მომთხონი და პასუხისმგებელი გახდება შვილის სააღმრდელო პროცესის მიმართ. გაიზრდება მისი ჩართულობა საღმზრდელო პროცესში. მკითხველი დალი:

ბაღის საფასურში შედის თუ არა, ცეკვის, მუსისკის ან უცხო ენების წრეები, რაშიც ადრე ცალკე გადასახადს ვიხდიდით?


ეს
ყველაფერი გათვალისწინებულია გადასახადში.



Normal 0 false false false MicrosoftInternetExplorer4

პასუხი: საბავშვო ბაღებში გადასახადი უბნების მიხედვით არ არის დადგენილი. თბილისის ყველა უბანში არის დაბალტარიფიანი ბაღი და შედარებით მაღალტარიფიანიც. ეს დამოკიდებულია ბაღის მიერ შეათავაზებულ მომსახურების პაკეტზე, ინფრასტრუქტურასა და კიდევ ბევრ სხვა პარამეტრზე.

ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
დასვით კითხვა

მიიღეთ მონაწილეობა
პრეს-კონფერენციაში

 
AMBEBI.GE-ზე შეგიძლიათ კითხვა დაუსვათ ჩვენს მიერ წარმოდგენილ ნებისმიერ რესპოდენტს.
ამისათვის უნდა გაიაროთ უფასო რეგისტრაცია, გამოაგზავნოთ თქვენი კითხვა და დაელოდოთ წინასწარ განსაზღვრულ დროს.

ყურადღება: ყველა კითხვა შემოწმდება მოდერატორის მიერ და შემდეგ გამოქვეყნდება ვებ-გვერდზე. AMBEBI.GE უფლებას იტოვებს არ გამოაქვეყნოს დათქმული თემის გარეშე დასმული, ერთმანეთის მსგავსი, უცენზურო ან არაკორექტული კითხვები. რესპოდენტი თავისი სურვილის მიხედვით უპასუხებს დასმულ კითხვებს რის შემდეგაც პუბლიკაცია გამოქვეყნდება ვებ-გვერდზე, პრეს-კონფერენციის რუბრიკაში

23:44 / 23-10-2014  ჟურნალისტ ზაზა დავითაიას დევნის ფაქტზე შსს-მ ერთი პირი დააკავა
ბრალდებულმა 22 ოქტომბერს, დავითაიას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა
13:11 / 23-10-2014  თბილისელი ლამაზმანი, რომელიც "პარკინგის ვარსკვლავად" იქცა, საზოგადოებას ბოდიშს უხდის
"მინდა ავღნიშნო, რომ გაოცებული ვარ ბოლო დროს განვითარებული მოვლენებით"
15:57 / 23-10-2014  "გიო დედისერთა იყო და მამაც 5 თვის წინ დაეღუპა" - ლანჩხუთში მომხდარი ავარიის შემზარავი დეტალები
"მამის დაღუპვის შემდეგ გიორგი და დედა მარტონი დარჩნენ და ამ ტრაგედიის გამო, ერთმანეთს ანუგეშებდნენ"
16:31 / 23-10-2014  Image ქეთა გაბიანი ემიგრანტებთან დაკავშირებით სკანდალად ქცეულ განცხადებას 2 წლის შემდეგ პასუხობს
გაბიანი: "არ ვიცი, რით არიან დაკავებულნი ქართველი ქალები საბერძნეთში"
20:00 / 23-10-2014  Image ცოდვილი ქმარი, მაგარი ნაშა, ბოთე ემიგრანტები და თბილისში გათხოვების მსურველები
"ჩემს ახ­ლო­ბელს შარ­შან­წინ 32 წლის ქა­ლიშ­ვი­ლი გარ­და­ეც­ვა­ლა, თა­ვის ტვი­ნის სიმ­სივ­ნით"