03 მარტი 2015 სამშაბათი - 04:31
კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
19:14 / 09-08-2010
ყვავილების მოვლა

როგორ მოვუაროთ ოთახისა და ბაღის ყვავილებს. მკითხველთა შეკითხვებს საბაღე ცენტრ "ევრო ეზოს" ფლორისტი ნანა ჭაღიაშვილი პასუხობს.


მკითხველი: ლია
რომელი ჯიშის ხანგრძლივად მოყვავილე მცენარეებს გვირჩევდით აივანზე გასახარებლად თბილისის კლიმატის გათვალისწინებით.

აივანზე გასახარებლად ჩვენ პეტუნიას, გერანსა და ვარდს გირჩევდით.


მკითხველი: რუსუდანი
როგორ უზრუნველვყოთ ოთახის მცენარეების მიწის ტენიანობა, როდესაც 2-3 კვირით შვებულებაში გავდივართ?

არსებობს კომპიუტერული სარწყავი სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს 35 ქოთნის მორწყვას. ასევე არსებობს ქოთანში ჩასამონტაჟებელი მექნიკური სისტემა, რომლის ფორმისა და ჰიდროპონიკის დახმარებით მცენარის დატოვება სამი კვირის განმავლობაში შეიძლება. არსებობს სპეციალური ჟელეც, რომელიც უნდა გაიხსნას წყალში და აერიოს იმ მიწაში, სადაც მცენარეა ჩარგული.


მკითხველი: ქეთინო
რა სახეობის სასუქებს გვირჩევთ აივნის ყვავილებისთვის და წელიწადის რომელ დროს არის მათი გამოყენება სასურველი?

ეზოს მოყვავილე მცენარეებისათვის ძალიან კარგია პოკონის ფირმის სასუქი.


მკითხველი: ლალი
მიზანშეწონილია თუ არა ყვავილების ვიტამინებისა და სასუქების ერდროულად გამოყენება?

უნდა ვიცოდეთ, თქვენ რომელი ტიპის ვიტამინსა და სასუქს გულისხმობთ. საერთოდ, მცენარეს სასუქი, რომელიც საჭირო მინერალებსა და ვიტამინებს შეიცავს, სამ კვირაში ერთხელ ეძლევა. იმ შემთხვევაში, თუ მცენარეს დილით მოვრწყავთ, მაშინ სასუქი საღამოს უნდა მივცეთ.


მკითხველი: დათო
მართალია რომ ამბობენ, კაქტუსი კომპიუტერის გამოსხივებას ისრუტავსო? თუკი ასეა, რომელი კაქტუსის ჯიშს გვირჩევდით?

ბოლო დროს ძირითადად პლაზმური მონიტორები გამოიყენება, რომელსაც გამოსხივება არ აქვს და შეიძლება ვთქვათ, რომ ამ მიზნით მცენარის კომპიუტერთან მოთავსება არ არის დამცავი საშუალება. რაც შეეხება კაქტუსსა და მთელს სუკულენტებს, ისინი გამოსხივებას მართლაც იღებენ.


მკითხველი: ნანა
სად შეძლება შევიძინო ბუჩქი ''ტუიას'' ნერგები და სხვადასხვა ყვავილების თესლები.

ექსტერიერისა და ინტერიერის მცენარეების ფართო არჩევანია მაღაზია "ევრო ეზო"-ში , წერეთლის გამზ. #98. ჩვენთან ასევე შეგიძლიათ "ტუიის" მრავალი სახეობის შეძენაც.


მკითხველი:
ირინა
ყვავილობის შემდეგ, ზამთარში, ბოლქვოვანი ყვავილების (მაგ. ტიტა, ნარცისი, გეაცინტები) ბოლქვები მიწაში დაფლული უნდა დავტოვოთ, თუ უნდა ამოვიღოთ და მშრალად შევინახოთ? თუკი მიწაში დავტოვებთ, ზამთარში მორწყვა სჭირდება?

ყვავილობის შემდეგ (მაისის ბოლომდე, სანამ მცენარის მწვანე მასა ბოლომდე ჩაჭკნება) ნებისმიერი ბოლქვოვანი მცენარის ბოლქვი უნდა ამოვიღოთ მიწიდან, გავაშროთ და შევინახოთ მშრალ, ნიავებად ადგილზე. ბოლქვი ხელახლა უნდა ჩაირგოს 23 ნოემბრამდე. მას ზამთარში მორწყვა არ სჭირდება, ბუნებრივი ნალექი საკმარისია.




ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
დასვით კითხვა

მიიღეთ მონაწილეობა
პრეს-კონფერენციაში

 
AMBEBI.GE-ზე შეგიძლიათ კითხვა დაუსვათ ჩვენს მიერ წარმოდგენილ ნებისმიერ რესპოდენტს.
ამისათვის უნდა გაიაროთ უფასო რეგისტრაცია, გამოაგზავნოთ თქვენი კითხვა და დაელოდოთ წინასწარ განსაზღვრულ დროს.

ყურადღება: ყველა კითხვა შემოწმდება მოდერატორის მიერ და შემდეგ გამოქვეყნდება ვებ-გვერდზე. AMBEBI.GE უფლებას იტოვებს არ გამოაქვეყნოს დათქმული თემის გარეშე დასმული, ერთმანეთის მსგავსი, უცენზურო ან არაკორექტული კითხვები. რესპოდენტი თავისი სურვილის მიხედვით უპასუხებს დასმულ კითხვებს რის შემდეგაც პუბლიკაცია გამოქვეყნდება ვებ-გვერდზე, პრეს-კონფერენციის რუბრიკაში

19:02 / 02-03-2015  5 უმდიდრესი ქართული ოჯახი - უზარმაზარი ქონება და სკანდალები
Ambebi.ge ხუთი ყველაზე პოპულარული მდიდარი ქართული ოჯახის შესახებ
12:04 / 02-03-2015  "ტოიოტა ცენტრი თეგეტას" საგაზაფხულო აქცია 2 მარტიდან!
შპს "ტოიოტა ცენტრი თეგეტა" არის "თეგეტა მოტორსის" რიგით მე-5 შვილობილი კომპანია
09:53 / 02-03-2015  "მაგთისატი" არად დაგიდევთ საკუთარი მომხმარებლების მოთხოვნებსაც" - ფული, რომელიც კანონზე მეტია?!
"პალიტრა TV"-ზე გადაცემა "პროვოკატორის" პირდაპირ ეთერში აღშფოთებულმა მაყურებელმა დარეკა
00:53 / 02-03-2015  "ინგა გრიგოლია არის გარეწარი და პირწავარდნილი თაღლითი!" - ტელეწამყვანი მორიგ სკანდალში ეხვევა
"ავტვირთავ და გამოვაქვეყნებ ჟურნალისტსა და ჩემს შორის შემდგარი საუბარს''
11:25 / 02-03-2015  "პატრიარქმა სააკაშვილის დედა დაიბარა" - როგორ ეხმაურებიან "ნაციონალების" მხარდამჭერი ქალის პოსტს სოციალურ ქსელებში
ქალი, რომელიც ირწმუნება, რომ პატრიარქმა გიული ალასანიას მიხეილ სააკაშვილის დაბრუნება სთხოვა